top of page

ცვლილების მოთხოვნით აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდების ხმები ერთიანდება

აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომელიც ომს, კლიმატის ცვლილების შედეგებსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს ერთდროულად ებრძვის, ახალგაზრდების ხმა და ძალისხმევა იმედის შუქურად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ასეთ შთამაგონებელ ღონისძიებად შეგვიძლია ჩავთვალოთ აღმოსავლეთ ევროპის პირველი რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია (RCOY-EE), რომელიც 22-24 სექტემბერს ვარშავაში ჩატარდა.



კონფერენცია ჩატარდა YOUNGO-ს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ბავშვებისა და ახალგაზრდების კონსტიტუციის, ყოველწლიური ახალგაზრდების კონფერენციების (გლობალური (COY), რეგიონული (RCOY) და ადგილობრივი (LCOY)) ციკლის ფარგლებში. აღნიშნული კონფერენციების მიზანია ჩართოს ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კლიმატის პოლიტიკის შექმნის პროცესებში, რომელთა ეპიცენტრიც ყოველწლიური COP მოლაპარაკებების ხდება.


რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა 70-მდე ახალგაზრდამ მოიყარა თავი, კლიმატის კრიზისთან ბრძოლისათვის საჭირო რეგიონული და ლოკალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ. ამ დინამიური დისკუსიების შედეგად კი რეგიონული ახალგაზრდების განცხადება (RYS) შეიქმნა. ეს არის რეგიონის ახალგაზრდების კოლექტიური კლიმატ ამბიციური მისწრაფებების კრებული.

RYS დოკუმენტი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდების მისწრაფებებსა და მოთხოვნებს, ეხმიანება მათ საზრუნავს და იმედებს მოახლოებული მხარეთა 28-ე კონფერენციისა (COP28) და მათი ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღებების მიმართ.


RYS-EE მთავარი მოწოდებები

1. ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკასა და მმართველობაში:

a. მხარეებმა უზრუნველყონ ახალგაზრდების მონაწილეობა კლიმატის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

b. მხარეებმა წაახალისონ კლიმატის ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადგილობრივი მოძრაობებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება.

2. საგანმანათლებლო ინიციატივები და ცნობიერების ამაღლების გაძლიერება:

a. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატისგანათლების ინტეგრირება ეროვნულ გეგმებში.

b. მხარეებმა უზრუნველყონ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პედაგოგების კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის მულტიპლიკატორებად გამოყენება.

3. უსაფრთხო და ინკლუზიური აქტივიზმი:

a. მხარეებმა შეუწყონ ხელი უსაფრთხო და ინკლუზიური აქტივიზმის უფლებებს, მშვიდობიანი მანიფესტაციის კანონის რეფორმის პარალელურად, რათა არ დაირღვეს აქტიურ მწვანე პოლიტიკის მხარდამჭერი მოქალაქეების უფლებები.

b. მხარეებმა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო აქტივიზმისთვის, ადამიანის უფლებების დაცვით.

4. ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა:

a. მხარეებმა უზრუნველყონ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ადაპტაციის გეგმებში, ყურადღება გამახვილდეს კლიმატთან დაკავშირებულ შფოთვაზე.

b. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატის ცვლილებით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებული სერვისების მობილიზება.

5. მდგრადი სოფლისმეურნეობა და სურსათის უსაფრთხოება:

a. განხორციელდეს წყლის მართვის ერთიანი, რეგიონული, სტრატეგიების შემუშავება და ინფორმაციის მიმოცვლა.

b. მხარეებმა უზრუნველყონ სურსათის ხარისხის რეგულაციების სტანდარტიზაცია და ადგილობრივი, ჯანსაღი კვების სისტემების პოპულარიზაცია.

c. მხარეებმა ხელი შეუწყონ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მდგრადობის პრაქტიკის დანერგვას.

6. ინტეგრაცია სხვა სექტორებთან:

a. სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირება სატყეო, ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორებთან მდგრადი განვითარებისთვის.

7. განახლებად ენერგიაზე გადასვლა:

a. მხარეებმა უზრუნველყონ ენერგიისწყაროების დივერსიფიკაცია, განახლებადი ენერგიის პრიორიტიზირება და წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ამოღება.

b. ენერგო ეფექტური პრაქტიკების ხელშეწყობა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

c. მხარეებმა ხელი შეუწყონ წიაღისეულის მოპოვების სექტორში დასაქმებული მუშაკებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი ხელახალი დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

8. ომის შემდგომი აღდგენა და მედეგობის განვითარება:

a. მხარეებმა უზრუნველყონ ომის შემდგომი აღდგენის გამჭვირვალე ფინანსური ჩარჩოების ჩამოყალიბება.

b. მხარეებმა აღიარონ ე.წ. ეკოციდი, როგორც დანაშაული და მხარი დაუჭირონ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესების დაუყოვნებლივ გატარებას კონფლიქტურ ზონებში.

c. მხარეებმა უზრუნველყონ კლიმატ-გონივრული აღდგენა კლიმატ მდგრადი სტანდარტების დაცვა.

9. კლიმატი, მშვიდობა და უსაფრთხოება:

a. მხარეებმა დაუჭირონ მხარი უკრაინის სამშვიდობო ფორმულარს რეგიონული სტაბილურობისთვის.

b. მხარეებმა უზრუნველყონ განახლებად ენერგიაზე გადასვლა რეგიონული დამოუკიდებლობისა და მშვიდობისთვის.

c. მხარეებმა დააკისრონ ანგარიშვალდებულება შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდეგ გარემოსდაცვითი დეგრადაციისთვის ბრალდებულ მხარეს.

10. პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება:

a. მხარეებმა გამოიყენონ „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი სექტორების ფართე არეალში, მათ შორის კონფლიქტების დროს.


მთავარი მოწოდებების ვრცელი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.


აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმული მოწოდებების მხარდასაჭერად შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგი ფორმა, რომელიც დაინტერესებული მხარეების გაცნობასა და მათი მოსაზრებების მიღებაში დაგვეხმარება.


მომავალი ნაბიჯები და მოქმედებისკენ მოწოდება

თითოეული რეგიონის RCOY შედეგების შემდეგი გაჩერება არის გლობალური ახალგაზრდების კონფერენცია (COY18), რომელიც დუბაიში 26-28 ნოემბერს გაიმართება. ამ ღონისძიების დროს შეიქმნება გლობალური ახალგაზრდული მანიფესტი, რომელიც მხარეთა 28-ე კონფერენციის ერთ-ერთ განხილვის საკითხად გადაიქცევა.


რატომ არის მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მოპოვება და აღნიშნული მანიფესტების შექმნა?

აღნიშნული აქტივობები საზოგადოებას აჩვენებს რომ ახალგაზრდებს შესწევთ ძალა მართონ გლობალური პროცესები და მოახდინონ გავლენა ცვლილებებზე.

აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდებისთვის ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავეა, რადგან სოციალურ-პოლიტიკური გარემო აღნიშნულ რეგიონში უფრო ძლიერ ადვოკატირებასა და აქტივიზმს მოითხოვს. RYS– ში მითითებული მოთხოვნები არ არის მხოლოდ მოთხოვნები არამედ აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდობის პოტენციალის აღიარების მოწოდებაა.


59 views0 comments
bottom of page