top of page

რატომ განათლება კლიმატის ცვლილებაზე?

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც მთელი კაცობრიობა დგას. მისი გავლენა უკვე იგრძნობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როგორც ეკოსისტემაზე, ისე, ადამიანებზე.

 

მდგრადი და კლიმატ-მეგობრული ცხოვრების წესზე გადასვლა და ეკონომიკური სექტორების შესაბამისად გარდაქმნა, მოითხოვს მოქალაქეთა არსებული ღირებულებების და ქცევის ტრანსფორმაციას. 

 

კლიმატის ცვლილების შესახებ განათლებით შესაძლებელია:

  • ადგილობრივი თემების კლიმატის კრიზისის შესახებ ინფორმირება და მედეგობის ხელშეწყობა 

  • მწვანე უნარების/ადამიანური კაპიტალის განვითარება

  • კლიმატ-ინოვაციური აზროვნების დანერგვა. 

კლიმატის ცვლილების სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო

მეთოდების სახელმძღვანელო.png

სახელმძღვანელოში გაეცნობით მარტივ და ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სასწავლო შეხვედრის ე.წ. “კლიმატის კლასის” ორგანიზებაში დაგეხმარებათ. 

 

მეთოდების გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი, ვისაც სურს, მისი ცოდნა კლიმატის ცვლილების საფუძვლების შესახებ ინტერაქტიული და ინკლუზიური გზით სხვასაც გაუზიაროს. 

 

სახელმძღვანელოს მიზანია, მარტივი და სახალისო მეთოდების საშუალებით ხელმისაწვდომი გახადოს კლიმატის ცვლილების საფუძვლების სწავლების მეთოდები და წაახალისოს ახალგაზრდები, აქტიურად ჩაერთონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. 

 

სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის - „ახალგაზრდები კლიმატინოვაციური იდეებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „ქლაიმათ ბეიზიქს“ და „BUND - დედამიწის მეგობრები გერმანია“, ერთობლივად ახორციელებენ.

BUNDlogo 2012 4c.png
bottom of page