მირანდა აფაქიძე
მულტიპლიკატორი
პროფესიით ვარ გეოგრაფი, ბაკალავრზე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრატურა დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით. ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს წყლის რესურსების მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება. ამჟამად, ვმუშაობ ორგანიზაცია CENN-ში, სადაც ჩართული ვარ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში. მუდმივად ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას, აქედან გამომდინარე, ჩემი ინტერესების შესაბამისად, ბევრ საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა.
კლიმატის აკადემია არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც გულისხმობს, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის მიღებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც კლიმატის ცვლილების თემით დაინტერესებული ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და ჩემი წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში.
კლიმატის ცვლილება გლობალური პროცესია, შესაბამისად, საქართველოც დგას ამ გლობალური გამოწვევის წინაშე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე და როგორც შეიძლება ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილების ადაპტაციას/მიტიგაციას.
მულტიპლიკატორები ამ შემთხვევაში არიან ის ადამიანები, ვინც აზიარებენ ცოდნას კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ, ე.წ. ცოდნის გამავრცელებლები.
დღეს, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ვურჩევდი, თუ სურვილი აქვთ ცოდნის გაღრმავების, მოხალისეობრივად ჩაერთონ სხვასახვა აქტივობაში, მიიღონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა.