top of page

ბექა ბერიანიძე

მულტიპლიკატორი

ვარ გარემოს დაცვის სპეციალისტი შპს "ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიაში" ჩემი ინტერესი და დიდი სიყვარული მივუძღვენი ბიმრავალფეროვნებას, შესაბამისად მაქვს ენთუზიაზმი რაც მაძლევს შესაძლებლობას ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი.


კლიმატი და გარემო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშიეებული, და ერთი მეორის ინდიკატორია. მნიშვნელოვანია კლიმატის მდგომარეობის შესწავლა და სპეციფიკა იმისთვის, რომ გარემოს დაცვისთვის სწორი გზები შეარჩიო. კლიმატის ცვლილება მაშტაბურია და ვითარება იმდენად რთულდება, რომ ყველას შეგვიძლია საკუთარ თავზე აღვიქვათ შედეგები. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად ვართ და რა ინოვაციური ტექნოლოგიებით შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენის შემცირება და ადაპტირება იმ რთულ პირობებში, რაც დღითიდღე კიდევ უფრო მწვავდება.


მულტიპლიკატორი არის ცოდნის გამავრცელებელი და რა თქმა უნდა მათი როლი მნიშვნელოვანია ცნობიერების ასამაღლებლად.


კაცობრიობა ერთ ნავში ვართ და ყველას შეუძლია იყოს გმირი, რომელიც არ მიცემს ამ ნავს გადატრიალების უფლებას. იმუშავეთ საკუთარ თავზე ყოველდღიურად და რაც მთავარია არ შეწყვიტოთ ბრძოლა უკეთესობისკენ.

ბექა ბერიანიძე
bottom of page