top of page

Profile

Join date: 27 სექ. 2021

About

სამართლის დოქტორი ირაკლი სამხარაძე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სადოქტორო თემის კვლევის ფარგლებში, მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven, ბელგია) გარემოსა და ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო მკვლევარად, ასევე, იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტის (Friedrich-Schiller University of Jena, გერმანია) ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტ-მკვლევარად. მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ საჯარო სამართალში როტერდამის უნივერსიტეტისგან (Erasmus University Rotterdam, ნიდერლანდები), ასევე, კონსტიტუციურ სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

ირაკლის საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის. მათ შორის არიან ევროკავშირი, ენერგეტიკული გაერთიანება, გაეროს განვითარების პროგრამა, განვითარების ბანკები. ამჟამად მუშაობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტში "ქალაქები კავშირში: საზოგადოება მდგრადი ურბანული განვითარებისთვის", სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივი ქსელის და მდგრადი ურბანული განვითარების სტრატეგიების შექმნში ეხმარება. ის ასწავლის ენერგეტიკის სამართალს, ევროკავშირის სამართალსა და სამართლის თეორიას თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

-

Dr Irakli Samkharadze, an Associate Professor in International Law at Georgian National University, has earned his PhD in Law from the faculty of Law of Tbilisi State University. Within his doctoral research he has worked as an International Scholar at KU Leuven’s Institute for Environmental and Energy Law (Belgium) as well as DAAD Research Fellow at the Energy Law Institute of Friedrich-Schiller University of Jena (Germany). He holds an LLM in International and European Public Law from Erasmus University Rotterdam (The Netherlands) and an MA in Constitutional Law from Tbilisi State University.

He has proven experience in cross-border project management, advisory, consultancy services commissioned by European Union, Energy Community (EnC), United Nations Development Programme, development banks and other donors. In his current occupation under Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ), Irakli supports the establishment of urban network in Southeast Europe and strategies for contributing to the overarching objective of sustainable urban development. He teaches Energy Law, EU Law and Theory of Law courses at Ivane Javakhishvili Tbilisi State University and Ilia State University (Georgia).

Overview

First Name
ირაკლი
Last Name
სამხარაძე
ირაკლი სამხარაძე

ირაკლი სამხარაძე

Writer

ექსპერტი

More actions
bottom of page