top of page

როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP26-ში?

Updated: Nov 4, 2021

შესავალი

წელს რიგით 26-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ე.წ. Conference of Parties (COP) დიდი ბრიტანეთში, ქ. გლაზგოში გაიმართება, რომელიც 31 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: (1) 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება, (2) კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაცია, (3) შესაბამისი ფინანსების მობილიზება და (4) საერთაშორისო თანამშრომლობის გაძიერება.

ყოველწლიურად COP-ის ფარგლებში ტარდება არა მხოლოდ მაღალი დონის მოლაპარაკებები მხარეთა წარმომადგენლობების ჩართულობით, არამედ, ასევე, თემატური ღონისძიებები გაეროსა და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობით.


ვის შეუძლია ღონისძიებებზე დასწრება?

მხარეთა კონფერენციაში მონაწილეების სამი ძირითადი კატეგორია გვხვდება: (1) კონვენციის მონაწილე მხარეების დელეგატები (196 სახელმწიფო და ევროკავშირი) და დამკვირვებელი სახელმწიფოების (ის სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონვენციის მხარეები) წარმომადგენლები, (2) პრესისა და მედიის წევრები და (3) დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები (ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები).

COP26-ის ჰიბრიდული ფორმატიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მიმდინარე ღონისძიებებსა და მოვლენებს სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, თუმცა არა თავად მოლაპარაკებების პროცესს.

COP26-ის პავილიონები და ღონისძიებები დაყოფილია ორ ნაწილად - ლურჯ და მწვანე ზონებად. ლურჯი ზონა განკუთვნილია საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის, შესაბამისად, მასში მხოლოდ აკრედიტირებული სახელმწიფო დელეგატები და ორგანიზაციები დაიშვებიან. მწვანე ზონა შედგება გამოფენებისა და ღონისძიებებისგან, რომლებიც უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

ლურჯი ზონის შეხვედრების წინასწარი დღის წესრიგი და დამატებითი ღონისძიებების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) გვერდზე, რომელშიც, ასევე, შედის მოლაპარაკებათა ჯგუფების მოსამზადებელი შეხვედრები.

მხარეთა კონფერენციის წინასწარი დღის წესრიგის მიმოხილვა

ოფიციალური გვერდითი ღონისძებების სია და საკონტაქტო პირები


ონლაინ ღონისძიებები და პროგრამები

მოლაპარაკებების და შეხვედრების დიდი ნაწილი იქნება გადმოცემული პირდაპირ ეთერში, ძირითადად დაიდება YouTube და Facebook პირდაპირი ჩართვები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერები. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შესაძლებლობა ექნება ონლაინ ფორმატში შეუერთდეს ღონისძიებებს მათთვის ხელსაყრელ დროს.

COP26 -ს განმავლობაში ჩატარდება ასობით ღონისძიება, მათ შორის:

31 ოქტომბერი - COP26 მოლაპარაკებების გახსნა

გახსნის Youtube არხი

1-2 ნოემბერს - მსოფლიო ლიდერების სამიტი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწვევით იმართება მსოფლიო ლიდერების სამიტი. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სამიტის დღის წესრიგი. მსოფლიო ლიდერების სამიტიის გახსნას შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ პირდაპირ ეთერში

Facebook Live გვერდი

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პროგრამის ყველა ღონისძიება და პლენარული სესია გადაიცემა UNFCCC-ის ვებგვერდზე, ასევე, იხილეთ გაერთიანებული სამეფოს პავილიონის პროგრამა.

პირდაპირი ეთერის გვერდი

1-12 ნოემბრის ჩათვლით, COP26 მწვანე ზონა ღია იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, აკადემიისთვის, ხელოვანებისთვის, ბიზნესისთვის და სხვებისთვის.

მწვანე ზონის ღონისძიებების უმეტესი ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემა COP26 YouTube არხზე და ასევე, COP26 Green Zone პროგრამაში იხილავთ თითოეული პირდაპირი ეთერის ბმულს. მწვანე ზონაში მონაწილე ორგანიზაციების სია იხილე COP26 ოფიციალურ გვერდზე.

მწვანე ზონის Youtube არხი

Google Arts & Culture ციფრული პლატფორმა - შემოგთავაზებთ კლიმატის ცვლილების ქმედებებს დინამიკურ პერსპექტივაში. ამ პლატფორმაზე წამოდგენილია 60-მდე თემის და ორგანიზაციის ამბავი, რომლებიც COP26-ზე გაშუქდება.

Google Arts & Culture გვერდი

გლობალური კლიმატის ქმედება (Global Climate Action) კვლავ უმასპინძლებს ღონისძიებებს, რომლებიც შეეხება ქალაქების, რეგიონების, ბიზნესების, ინვესტორების, სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე პარიზის შეთანხმების მიზნების განხორციელების გზაზე.

Global Climate Action გვერდი

გაიგეთ მეტი კლიმატის ცვლილების შესაებ UN CC: LEARN პლატფორმიდან, რომელიც COP26-ის ფარგლებში შემოგვთავაზებს გაკვეთილებს კლიმატის ცვლილებაზე - Climate Classroom.

Climate Classroom გვერდი


ვირტუალური პავილიონები

მწვანე კლიმატის ფონდის პავილიონი უმასპინძლებს კლიმატის შერბილების და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსების როგორც მოძიების, ასევე, გადანაწილების მექანიზმების შესახებ.

ვირტუალური პავილიონის გვერდი

ევროკავშირის პავილიონი გამართავს დამატებით ღონისძიებებს, სადაც მონაწილეები შეძლებენ კლიმატის ცვლილების მთავარი საკითხების განხილვას, ასევე, ამ ღონისძიებების მიზანია COP26-ის ფარგლებში დებატების და მხარეების დელეგატებს და სხვა მონაწილეებს შორის დიალოგის წახალისება, ახალი ინიციატივებისა და პარტნიორობის წამოწყება და სამაგალითო და წარმატებული პროექტების ჩვენებას. პავილიონის ღონისძიებაზე დასასწრებათ რეგისტრაცია სავალდებულოა. პროგრამა იხილეთ აქ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ექსპერტების ღონისძიებები ძირითადად დაეთმობა მათი უახლესი ანგარიშების მნიშვნელოვან მიგნებებს. დეტალებს თუ როგორ უნდა დაესწროთ IPCC ღონისძიებებს გაეცანით მათ ოფიციალურ ვებგვერდზე.

COP26 ვირტუალური პავილიონი, გამოფენა ვირტუალურ რეალობაში, საერთაშორისო პროექტების აღმოსაჩენად, რომლებიც გვთავაზობენ კლიმატის კრიზისის გადაწყვეტას.

ვირტუალური პავილიონის გვერდი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის (OECD) COP26 ვირტუალური პავილიონი წარმოგვიდგენს OECD-ის უახლეს მონაცემებს, ანალიტიკურ ანგარიშებს და შეფასებებს.

ვირტუალური პავილიონის გვერდი

კლიმატის რისკებისა და უსაფრთხოების ვირტუალური პავილიონი შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს და ონლაინ კითხვა-პასუხის შესაძლებლობას Chatham House-ის ექვს დისკუსიაზე, რომლებიც ტარდება გლაზგოში COP26 ლურჯ ზონაში.

ვირტუალური პავილიონის გვერდი

COP26 კრიოსფერული პავილიონის (რეგიონები, რომლებიც დაფარულია ყინულითა და თოვლით - სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში) ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ COP26 Cryosphere Pavilion ფეისბუქ გვერდზე, ასევე Twitch-სა და YouTube გვერდზე.

ფეისბუქის გვერდი

თვიჩის გვერდი

Youtube არხი

ოკეანის ვირტუალური პავილიონი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ოკეანე კლიმატის მოლაპარაკებებში და მთელი ეკოსისტემისთვის.

ვირტუალური პავილიონის გვერდი

ონლაინ პლატფორმა და პავლიონი ტორფის პოლიტიკის, პრაქტიკის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ წარმატებული პრაქტიკების, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისთვის.

რეგისტრაციის ბმული

ვირტუალური პავილიონის გვერდი


მხარეთა 26-ე კონფერენციის ჰეშთეგები და სოც. მედიის ძირითადი პლატფორმები:

#COP26 #TogetherForOurPlanet #TimeForAction

ძირითადი პლატფორმები:

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC)

ვებგვერდი

Twitter

Facebook

Instagram  

Youtube

Tiktok

Flickr

LInkedIn

შერბილება და გამჭვირვალობა  Facebook

კლიმატის მწვანე ფონდის Instagram

სხვა:

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო COP 26

ვებგვერდი

Twitter

LinkedIn

Instagram

Youtube


 

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.



91 views0 comments
bottom of page