top of page

როგორ მივადევნოთ თვალი COP27-ს?

Updated: Nov 8, 2022

COP27 იწყება!

6 ნოემბერს, საერთაშორისო საზოგადოება შარმ ელ-შეიხში, ეგვიპტეში შეიკრიბება, რათა დაესწროს რიგით 27-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციას, ე.წ. Conference of Parties (COP). ეგვიპტე 6-დან 18 ნოემბერის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. ზოგადად, კლიმატის კონფერენციების მთავარი მიზანია ქვეყნებმა წარმოადგინონ სათბური აირების შემცირებისა და გლობალური დათბობის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის სულ უფრო ამბიციური გეგმები და შესაბამისად, წლევანდელი COP-იც ამ მიზანს ემსახურება.

თუმცა, მხარეთა ეს კონფერენცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს უკვე არსებული ზიანის აღმოფხვრასა და წარსული დაპირებების შესრულებაზე. მდიდარი ქვეყნები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არის, რომ საბოლოოდ უზრუნველყონ ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარის კლიმატის დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, და კიდევ უფრო მეტი თანხები გასცენ „ზიანისა და ზარალის“ დაფინანსებისთვის (ერთგვარი კლიმატის რეპარაციები). COP27 თავს მოუყრის ქვეყნების ლიდერებს და ეროვნულ დელეგაციებს, ბიზნესის, კვლევითი ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნულ დელეგაციასაც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ჩვენი გუნდი აქტიურად მოგაწვდით ინფორმაციას კონფერენციის მიმდინარეობისას. საინფორმაციოა კამპანიის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია:

  • მიტიგაცია: შეიქმნას მომენტი 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირების დაპირებებისა და ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, გლაზგოს პაქტის იმპლემენტაციის შესაბამისად, განხორციელდეს უფრო ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების წარდგენა და კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ამბიციური პროგრამის შექმნა.

  • ადაპტაცია: უზრუნველყოფილ იქნას საჭირო პროგრესის მიღწევა მოწყვლადი თემების ადაპტაციის და მედეგობის გასაძლიერებლად.

  • დაფინანსება: ქვეყნებმა მეტი სიცხადე შეიტანონ შესაბამისი ფინანსების მობილიზებასთან დაკავშირებულ არსებულ ვალდებულებებსა და დაპირებებში. ფოკუსში იქნება „ზიანისა და ზარალის“ საკითხი.

  • თანამშრომლობა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მოლაპარაკებებში შეთანხმების გაღრმავებისა და ხელშეწყობის მიზნით, რათა მიიღწეს ხელშესახები შედეგები დაბალანსებული გზით.

როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP27-ში?

შარმ ელ-შეიხში, COP27-ზე დასწრება შეუძლიათ კონვენციის მონაწილე მხარეებსა და დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, პრესისა და მედიის წევრებს, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, გაეროს სისტემისა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების წარმომადგენლებს, დაშვებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს), და საზოგადოების წევრებს.

კლიმატის სამიტი გაიხსნება ოფიციალური ცერემონიით 7 და 8 ნოემბერს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური მოლაპარაკებების სესიის პარალელულად, ასევე ჩატარდება არაერთი საინტერესო ღონისძიება და გამოფენა, მოეწყობა პავილიონები. ოფიციალური ღონისძიებების ნაწილი საჯაროდ გადმოიცემა UNFCCC-ის მიერ და განთავსდება სოციალური მედიის პლატფორმებზე. ამასთანავე, დამსწრე ორგანიზაციები და ინსტიტუტები ინდივიდუალურად გადმოსცემენ საკუთარ ღონისძიებებს და ანალიზსს. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, შესაძლებლობა გვექნება ონლაინ ფორმატში შევუერთდეთ ჩვენთვის საინტერესო ღონისძიებებს და თვალი ვადევნოთ ჩვენთვის საინტერესო ორგანიზაციების საქმიანობას კლიმატის სამიტზე.

მხარეთა კონფერენციები, როგორც წესი, დაყოფილია ორ ნაწილად - ლურჯ და მწვანე ზონებად. ლურჯი ზონა განკუთვნილია საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. ამ ზონაში მხოლოდ აკრედიტირებული სახელმწიფო დელეგატები და ორგანიზაციები დაიშვებიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ქვეყნების წარმომადგენლებს. აღასანიშნავია, რომ დამკვირვებლის სტატუსით დასწრება შეუძლიათ სხვადასხვა აკრედიტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თუმცა, შესაძლებელია შეხვედრა დაიხუროს. მწვანე ზონა, კი არის უფრო მეტად საჯარო პლატფორმა, სადაც ბიზნეს საზოგადოებას, ახალგაზრდებს, სამოქალაქო და მკვიდრ თემებს, აკადემიას, სახელოვანებო და მოდის სამყაროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მწვანე ზონის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგს, ცნობიერების ამაღლებას და განათლებას ღონისძიებების, გამოფენების, სემინარების, კულტურული სპექტაკლებისა და მოლაპარაკებების საშუალებით.

თუ სურვილი გაქვს, რომ თვალყური ადევნო კლიმატის სამიტს დისტანციურად, შემდეგი ინფორმაცია დაგაინტერესებთ:

  • მიმდინარე მოლაპარაკებებზე სიახლეები მუდმივად განთავსდება UNFCCC-ის (UNFCCC) ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე. აქ თქვენ იპოვით (Press and media | UNFCCC) პრეს რელიზების, ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლის სიტყვებს და ჩანაწერებს.

  • გახსნითი და დახურვითი შეხვედრების ყურება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი UN Climate Change-ის YouTube გვერდზე (UN Climate Change - YouTube). მოგვიანებით, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერები. უშუალოდ მოლაპარკებების პროცესი არ გადაიცემა.

  • COP 27-ის გვერდითი ღონისძიების ყურება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ეთერში ოფიციალურ სამდივნოს მიერ მართულ YouTube არხზე (UN Climate Change - Events - YouTube). გვერდითი ღონისძიებების დღის წესირგი გამოქვეყნებულია UNFCCC-ის საიტზე (SEORS | Side events list (unfccc.int)).

COP27-ზე, მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება პავილიონებში. თითოეული პავილიონის ნახვა შესაძლებელია აქ (COP 27 pavilions | UNFCCC). წლევანდელი ღონისძიებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ფინანსირება, ახალგარდები, დეკარბონიზაცია, სოფლის მეურნეობა, გენდერი, ენერგეტიკა, ბიომრავალფეროვნება და სხვა.

  • გაეროს კლიმატის ცვლილების პავილიონი, რომელიც ლურჯ ზონაში მდებარეობს, უმასპინძლებს იმ პარტნიორთა ღონისძიებებს, რომელთა ძირითადი ღირებულებები შეესაბამება და წარმოაჩენს პარიზის შეთანხმების მიზნებს. პავილიონის ყველა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა YouTube-ზე (COP27 UN Climate Change Pavilion Events - YouTube). ინდივიდუალური ღონისძიების ჩანაწერები ასევე ხელმისაწვდიმო იქნება აქ (UN Climate Change Pavilion at COP 27 | UNFCCC).

  • კლიმატის მოქმედების ცენტრის პავილიონი წელს უმასპინძლებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას, მათ შორის, თოქ-შოუებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რათა შეძლოს აუდიტორიის ხმა მიაწვდინოს კლიმატის სამიტის მონაწილეებს. თითოეულ დღეს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი და მათი დღის წესრიგის, ისევე, როგორც ჩანაწერების ნახვა შესაძლებელი იქნება აქ (Action Hub Events at COP 27 | UNFCCC).

  • გაეროს კლიმატის ცვლილების გლობალური ინოვაციის ცენტრი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, წელს მართავს პავილიონს, რომლის მიზანიცაა იდეების გაზიარება კლიმატისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესაქმნელად კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით. ღონისძიებების პროგრამა და პირდაპირი გადმოცემის ლინკები განთავსებულია ცენტრის Trello-ს პლატფორმაზე (UN Climate Change Global Innovation HUB | Trello).


მხარეთა 27-ე კონფერენციის სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმებია:


გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC) სოციალური მედიის პლატფორმებია:


_________________________________

ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 27-ე კონფერენციის (COP27) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 27-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.


118 views0 comments

Comments


bottom of page