top of page

II განახლებული ორწლიური ანგარიში

წელი

2019

ავტორი

MEPA

II განახლებული ორწლიური ანგარიში

საქართველოს მეორე განახლებული ორწლიური ანგარიში გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი (UNFCCC) მომზადდა 2017-2019 წლებში. დოკუმენტში განხილულია საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები:


  • ეროვნული გარემოებები.

  • სათბურის აირების ემისიების და შთანთქმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი ქვეყანაში მოქმედი ინდუსტრიებისა და წყაროების მიხედვით 2014-2015 წლებში.

  • კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათ განხორციელბასთან დაკავშირებული ხარვეზები, ხელისშემშლელი გარემოებები და საჭიროებები.

  • რეკომენდაციები.

  • საქართველოში გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემა და მის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ქმედებები და საჭიროებები, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის და კატოვიცეს მხარეთა კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში.


დოკუმენტს თან ახლავს საქართველოში სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიში, რომელიც მოიცავს უკანასკნელი 25 წლის ემისისების ტენდენციებს საქართველოში, განხორცილებულ შემარბილებელ ღონისძიებებსა და პარიზის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებებსა და მიღებულ მხარდაჭერას.

ანგარიში მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით პროექტის "გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება" ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა
bottom of page