Green Code პლატფორმა
Green Code #ახმეტა2022
კლიმატის კრიზისი კომპლექსური პრობლემაა. საჭიროა ახალი კლიმატ - ინოვაციური გადაყვეტილებების განვითარება და დანერგვა. დასაწყისისთვის მნიშნელოვანია განათლება და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, რათა მათ შეძლონ პრობლემის სწორად შეფასება, ანალიზი და კლიმატ-მეგობრული ქმედებების განხორციელება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი ეფექტური გზაა კლიმატის ცვლილების პრობლემების “გემიფიკაცია”, რაც გულისხმობს თამაშის ელემენტების გამოყენებით და ტექნოლოგიების საშუალებით ჩართულობის გაძლიერებას.
“Creen Code” არის ონლაინ თამაშების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კლიმატის ცვლილებასა და მასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთანავე, პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი გაიგებს მეტს კლიმატ-ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე და გაეცნობა კოდის წერის საფუძვლებს.
Green Code-ის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავად ააწყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თამაში. ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლები შეძლებენ საკუთარ კოდს დაუკავშირონ პროგრამირებადი დაფა Calliope mini (https://calliope.cc/) და Arduino. ყველა შექმნილი თამაში და ინფორმაცია დარჩება Green Code-ის ვებგვერდზე და შესაძლებელი იქნება მათი გაზიარება. შესაბამისად, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა როგორც თავად შექმნან თამაშები, ასევე ითამაშონ და მიიღონ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებაზე სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი თამაშებით.
შექმნილი თამაშების რაოდენობის გათვალისწინებითა და მათი მოწონების შემთხვევაში, მომხმარებლები შეაგროვებენ „მწვანე ქულებს“. ის მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტ „მწვანე ქულას“ შეაგროვებენ, დაწინაურდებიან ვებგვერდის რეიტინგში და მიიღებენ შესაბამის სარგებელს.
სამიზნე ჯგუფი: 10-დან 30 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებული არიან კლიმატის ცვლილების თემით და აქვთ სურვილი, ისწავლონ კოდის წერა.
იდეის ავტორები
მენტორ-მულტიპლიკატორები: ლიკა ხახუტაშვილი, ნინუცა კახიანი
დათუნა დათუნიშვილი (14 წლის, მაღრაანი)
თორნიკე ცაძიკიძე (15 წლის, ზემო ალვანი)
მარიამი სვიმონიშვილი (15 წლის, ახმეტა)
ნინო სვიმონიშვილი (13 წლის, ახმეტა)
მარიამ მექვევრიშვილი (16 წლის, მაღრაანი)