"ჩელენჯები" კლიმატისთვის
Climate Defenders #ტყიბული2022
"ჩელენჯები კლიმატის ცვლილებისთვის” წარმოადგენს აპლიკაციას წამახალისებელი გამოწვევებით, რომლის მიზანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების წახალისება.
გამოწვევების გარდა, აპლიკაციაში წარმოდგენილი იქნება საავტორო ბლოგები, საინფორმაციო სტატიები, ვიდეოები, სასარგებლო ბმულები და სხვა.
გამოწვევებში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. "ჩელენჯების" ყველაზე აქტიური მონაწილეები დააგროვებენ ქულებს. მათთვის აპლიკაციაში იქნება სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდოები.
გამოწვევა №1: დასუფთავება და ნარჩენების მდგრადი მართვა
გამოწვევის მთავარი მიზანია, ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში ნარჩენების შეგროვებისა და მდგრადი მართვის პრაქტიკების დანერგვა. გამოწვევის მონაწილეები საკუთარ აქტივობებს გადაუღებენ სურათებს და ატვირთავენ აპლიკაციის ბაზაში. შეიქმნება აქტივობების შესაბამისი ციფრული რუკა.
გამოწვევა № 2: “შეამცირე CO2”
გამოწვევის მიზანა წაახალისოს ახალგაზრდები, იარონ ფეხით. ყველაზე აქტიური ახალგაზრდები გამოჩნდებიან ლიდერბორდზე. აპლიკაციის საშუალებით გამოწვევის მონაწილეები შეძლებენ, გამოთვალონ, თუ რამდენით შეამცირეს CO2-ის გაფრქვევა.
გამოწვევა № 3: “გაამწვანე”
საქართველოს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ტერიტორიებზე მწვანე საფარის ნაკლებობაა. გამოწვევა "გაამწვანე" წარმოადგენს შეჯიბრს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. გამწვანების ღონისძიებები აისახება რუკაზე და შეჯიბრის მონაწილეები მიიღებენ ქულებს, რის შედეგადაც ყველაზე აქტიური მონაწილეები სხვადასხვა სახის წამახალისებელ ჯილდოებს მიიღებენ.
გამოწვევა № 4: “ველორბოლა”
ველოსიპედით გადაადგილება ერთ-ერთი ყველაზე კლიმატმეგობრული მობილობის საშუალებაა. მნიშვნელოვანია საქართველოში ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაცია. ამისათვის გამოწვევა "ველორბოლის" მონაწილეები მოიძიებენ ინვესტორებს და მოაწყობენღონისძიებებს.
გამოწვევა № 5: “გააზიარე“
ამ გამოწვევის მსვლელობისას, მონაწილეების დავალება იქნება კლიმატის ცვლილების შესახებ საინტერესო შემეცნებითი ფაქტების მოძიება და გაზიარება. ვის მოძიებულ ფაქტებსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადააზიარებს, მას მიენიჭება ქულები და საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადაეცემა ჯილდო.
სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდები
იდეის ავტორები:
მენტორ-მულტიპლიკატორები: ბექა ბერიანიძე, გიორგი ჯავახიშვილი
ბაბილინა კბილაძე (15 წლის, ტყიბული)
გიორგი მიქაბერიძე (14 წლის, ტყიბული)
ლიზა ნებიერიძე (16 წლის, ტყიბული)
მარიამი ქაჯაია (15 წლის, ტყიბული)
ნანა ჭელიშვილი (15 წლის, ცუცხვათი)