Screen Shot 2022-02-14 at 11.38.33 AM.png

საქართველოს კლიმატის პოლიტიკა ევროინტეგრაციის კვალდაკვალ

კვლევის პერიოდი: მაისი 2021 - დეკემბერი 2021

კვლევის ტიპი: თვისებრივი 
ენები: [ქართული]

ავტორები: გვანცა გვერდწითელი, ნინო ჯანაშია

კვლევის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პოლიტიკური ელიტის კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული დისკურსების ანალიზი, ევროკავშირთან ინტეგრაციის ჭრილში. პუბლიკაციაში წარმოდგენილია მე-10 მოწვევის პარლამენტის, როგორც მმართველი პარტიის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკოსების ხედვების ანალიზი, და განხილულია თუ რამდენად თანხვედრაში ან წინააღმდეგობაშია ეს ხედვები ევროკავშირის გაცხადებულ კლიმატის პოლიტიკასთან.

კვლევა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (HBS) მწვანე აკადემიის მონაწილეთათვის გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

CP_1 Page.png

საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე 

კვლევის პერიოდი: ოქტომბერი 2020 - იანვარი 2021

კვლევის ტიპი: თვისებრივი 
ენები: [ინგლისური] [ქართული]

ავტორები: ირაკლი სამხარაძე, მაკა ჭითანავა, ნინო ჯანაშია, ქეთევან ვარდოსანიძე

კვლევის მთავარი მიზანი იყო  საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის შესაძლო გავლენის გარკვევა შრომის ბაზრის ჭრილში, გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილების ტენდენციების, მათ შორის, კლიმატ-ნეიტრალურობის და ქვანახშირის მოპოვებისა და მოხმარების შემცირების ტენდენციების ფონზე. კვლევა დაფინანსებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

საინფორმაციო ფურცელი: [მალე გამოქვეყნდება]